ლონდონის ჩელსის მფლობელი, რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი, გუნდის ამჟამინდელი თავკაცის, მაურიციო სარის მუშაობით უკმაყოფილოა. რამდენიმე დასანანმა და დიდი ანგარიშით მარცხმა, ასევე ჩემპიონთა ლიგის ზონიდან გამოვარდნამ იტალიელი სპეციალისტის პოზიციები შეარყია, სადაც უკვე მისი შემცვლელის ძიებაზე დაიწყეს ლაპარაკი. ბრიტანული მედიის ინფორმაციით აღნიშნულ კანდიდატურაზე ლეგენდარული ფრანგი, ზინედინ ზიდანი განიხილება, თავის მხრივ ამ პოსტის დაკავების წინააღმდეგი, არც თავად სპეციალისტია, თუმცა მას სპეციალური მოთხოვნები აქვს. ზიზუს სურვილია გუნდმა ედენ აზარი შეინარჩუნოს და ტრანსფერებისთვის 200 მილიონი ევრო გამოეყოს, რათა გუნდის თავიდან დაკომპლექტება შეძლოს.