ზიმბაბვეში ადამიანის უფლებადამცველები სამხედროებს საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ. ბიბისის ცნობით, უფლებადამცველები მკაცრად აკრიტიკებენ მთავრობას დემონსტრაციების დასაშლელად ჯარების გამოყენებაში. ზიმბაბვეში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები საწვავის მკვეთრი ზრდის გამო დაიწყო. დემონსტრანტების ნაწილი სამხედროებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში სდებს ბრალს. არსებული ინფორმაციით, აქციების დროს სულ მცირე რვა ადამიანია დაღუპული. ზიმბაბვის პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა პირობას დებს, რომ მოქალაქეების მიმართ ძალადობრივი ფაქტები დაუსჯელი არ დარჩება.