ზიმბაბვეს ხელისუფლებამ ქვეყნის ცენტრალურ ბანკს უფლება მისცა, დააწესოს ჯარიმები იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებზე, რომლებიც ადგილობრივი ვალუტის ნაცვლად სხვა ქვეყნის ვალუტებით ახორციელებენ ტრანზაქციებს ან უბრალოდ სხვა ფულით სარგებლობენ. მათ ასევე აეკრძალათ ნებისმიერი სახის პროდუქციაზე ფასის სხვა ქვეყნის ვალუტებში ფიქსირება.ამიერიდან ზიმბაბვეში აკრძალულია ნებისმიერი სახის გადახდების განხორციელება ბრიტანულ ფუნტში, ასევე ამერიკულ დოლარში, სამხრეთ აფრიკულ რანდსა და ევროში.ცნობისთვის, ზიმბაბვე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, რასაც ემატება ენერგო კრიზისიც, რომლის შედეგადაც ქვეყანაში ენერგო მიწოდება დღე-ღამეში 18 საათამდეა შემცირებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ წინა თვეში ინფლაციამ ქვეყანაში 300% შეადგინა.