კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევართა განცხადებით, ზიკას ვირუსს თავის ტვინის სიმსივნეთა განკურნება შეუძლია. მათივე დასკვნით, ვირუსის უნდა ეშინოდეთ ორსულებს, რადგან აღნიშნული ინფექცია ორსულობის პერიოდში ჩვილების დაინვალიდებას იწვევს, აზიანებს ღეროვან უჯრედებს განვითარებად ტვინში. ფორმირებულ ტვინს ვირუსი აღარ ესხმის თავს, მოზრდილებთან კი მხოლოდ გრიპისმაგვარ სიმპტომებს იწვევს.ბევრი პრეპარატისაგან განსხვავებით ზიკას ვირუსი ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. მას ადვილად შეუძლია "იმუშაოს ტვინის სიმსივნეებზე!". მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ემბრიონების თავის ტვინის მზარდი უჯრედების ანალოგიურად, ზიკას ვირუსს შეუძლია წარმატებით დაესხას თავს სიმსივნის გამრავლებად უჯრედებს, ისე, რომ არ შეეხოს თავის ტვინის ჯანმრთელ ქსოვილებს. ამგვარად, შეიძლება გლიობლასტომის წინააღმდეგ მაღალეფექტური საშუალებაც კი მივიღოთ.მეცნიერები კიბოს სამკურნალოდ ვირუსის ტესტირებისთვის თავდაპირველად ლაბორატორიულ ვირთაგვებს გამოიყენებენ, შემდეგ - სიმსივნით დაავადებული ადამიანების თავის ტვინის უჯრედებს.