ესპანური მედიის ინფორმაციით რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გადაწყვიტა, რომ მომავალ სეზონში გუნდის ძირითადი მეკარე კეილორ ნავასი იქნება და კლუბის ხელმძღვანელობას ტიბო კურტუას გაყიდვა მოსთხოვა.კურტუა "რეალმა" 2018 წლის ზაფხულში "ჩელსისგან" 35 მილიონ ევროდ შეიძინა და 2024 წლამდე გაუფორმა კონტრაქტი.ამ სეზონში ბელგიელმა 24 შეხვედრა ჩაატარა და 30 გოლი გაუშვა.