თბილისში, ჟვანიას მოედანთან, მგალობლიშვილის ქუჩაზე, წყლის ცენტრალური მილების დაზიანების გამო საავტომობილო გზის საფარი ჩაინგრადა და ადგილზე გაჩერებული სამი ავტომანქანა ჩაიყოლა.შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ამ დრომდე ადგილზე "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მომხდარის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდა.
როგორც პალიტრანიუსს შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.