ჟურნალმა "ოჯახის მკურნალმა" საქველმოქმედო პროექტის "ქველმოქმედება მარტივია" ფარგლებში ნოემბრისა და დეკემბრის ნომრების რეალიზაციიდან შემოსული თანხის ნაწილი "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს" გადასცა. "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი" უკვე სამწელიწადნახევარია არსებობს და ის ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება. ამ დროის მანძილზე ფონდი 220 ბავშვს დაემხარა, რომლებზეც ფონდი კვლავ აგრძელებს ზრუნვას. ფონდის დამფუძნებლის კახაბერ ჯანაშვილის განცხადებით, ბავშვების რაოდენობა მატულობს, თანხები კი იკლებს. პროექტი #ქველმოქმედებამარტივია ჟურნალ „ოჯახის მკურნალისა“ და პალიტრა მედია ჰოლდინგის ერთობლივი პროექტია. ღონისძიების დასრულების შემდეგ , ბენეფიციალებს დიმიტრი ცინცაძის ფონდმა, პალიტრა მედიამ და პროექტის მხარდამჭერმა კომპანია ალპენ ფარმამ საჩუქრები გადასცეს.