„ტვ პირველის“ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე ბუდაპეშტიდან საქართველოში ჩამოსვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები და კოლეგები იმყოფებოდნენ. ჟურნალისტის პანაშვიდი 26 იანვარს წყნეთში, გურამიშვილის N6-ში გაიმართება.ლევან ჩხაიძეს კვირას, 27 იანვარს, 15:00 საათზე, ქაშვეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ტელეკომპანია „პირველში“ გახსნილია ლევან ჩხაიძის სამძიმრის წიგნი. მეგობრებსა და კოლეგებთან ერთად, სამძიმრის წიგნში ჩანაწერებს ის რესპონდენტებიც აკეთებენ, რომლებიც მისი გადაცემის სტუმრები იყვნენ.33 წლის ტელეწამყვანი 21 იანვარს მოულოდნელად გარდაიცვალა. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა. დაღუპვის მიზეზად, არსებული ინფორმაციით თრომბი სახელდება. ლევან ჩხხაიძემ ჟურნალისტური საქმიანობა რადიო ჯაკოში დაიწყო. მოგვიანებით მუშაობდა ჟურნალისტად და წამყვანად ტელევიზიებში: იმედი, მაესტრო, მეცხრე არხი, იბერია. ბოლოს კი ტვ პირველში საინფორმაციო პოლიტიკური გადაცემა „დღის ამბები ლევან ჩხაიძესთან ერთად“ მიყავდა. იყო ასევე თოქ შოუ პირველების თანაწამყვანი.