მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი უნდა გამართულიყო, ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა რამდნეიმე წუთი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ბრიფინგის დაწყების საშუალება არ მისცეს, იმისავის, რომ 5 ივლისს დაფიქსირებული ძალადობის ფაქტები გაეპროტესტებინათ.
მედიის წარმომადგენლები სამთავრობო ტრიბუნასთან, სადაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია გეგმავდა განცხადების გაკეთებას, „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით და წარწერით მივდინენ, სადფაც ეწერა, რომ მთავორბის მეთაური ირკალი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს, ასევე უნდა დაისჯაონ მედიაზე მოძალადე ადამიანები.
ჟურნალისტები აცხადებენ, რომ ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დღეს საკოორდინაციო საბჭოს ტრიბუნასთან დგომის მორალური უფლკება არავის არ აქვს