საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ოპერატორ ბექა მშვილდაძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა "კადრს მიღმა" გაიმართება.გამოფენა საქველმოქმედო ხასიათის იქნება. მისივე თქმით, მიღებული თანხა გადაირიცხება ჟურანლისტ ბექა პატურაშვილის შვილის ალექსის დასახმარებლად.
საგამოფენო დარბაზში ასევე წარმოდგენილი იქნება ნინო ჯიქიას, რეზი ცირეკიძისა და არჩილ ვაჟიკაშვილის ნამუშევრები.გამოფენა-გაყიდვა 15:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.