ჟურნალ "არსენალის" ინიციატივით, ფეინთბოლის ტურნირმა სტარტი აიღო. ტურნირი ოთხ ეტაპად ჩატარდება და მასში საქართველოს ბაზარზე არსებული კომერციული კომპანიებისა და სახელმწიფო სამსახურების გუნდები იღებენ მონაწილეობას.პირველი ეტაპი 1 ივლისს გაიმართა.ტურნირის ნახევარფინალი 8 ივლისს ჩატარდება, ხოლო ფინალი 9 ივლისს შედგება, სადაც გამარჯვებულ გუნდს "არსენალის" თასი და სპეციალური პრიზები გადაეცემა.პროექტის გენერალური სპონსორია იზოტონური და ვიტამინიზებული სასმელების მწარმოებელი კომპანია - "ოში", პარტნიორი კი Paintball Georgia.