საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ლიდერებმა უკრაინის საზღვართან და ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოთქვეს.
ჟოზეფ ბორელი და ენტონი ბლინკენი შეთანხმდნენ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივ მუშაობას გააგრძელებენ. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია.
მოსკოვი ამტკიცებს, რომ რუსული ჯარი რუსეთის ტერიტორიაზე, დაგეგმილი სამხედრო წვრთნების ფარგლებში გადაადგილდება.