ჟოზეფ ბორელის ინფორმაციით, ევროკავშირის მინისტრების ჯგუფი სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ვიზიტს გამართავს.
„ევროკავშირის მინისტრების ჯგუფი, ჩემი სახელით, კავკასიის სამ ქვეყენაში ვიზიტს გამართავს, რათა ვაჩვენოთ ჩვენი მზადყოფნა, ჩავერთოთ რეგიონში მიმდინარე მოვლენებში“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ლისაბონში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დასასრულს.
მისი თქმით, მინისტერებმა ხანგრძლივი დისკუსია გამართეს აღმოსავლეთ სამეზობლოში გადაუჭრელი კონფლიქტების საკითხზე.
„უფრო ეფექტური უნდა გავხდეთ იმისთვის, რომ რეგიონის სტაბილურობა დავიცვათ. მერწმუნეთ, ხანგრძლივი განხილვა იყო, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ძალიან ბევრი მოუგვარებელი კონფლიქტი არსებობს“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
რაც შეეხება ბელარუსის ბოლო ინციდენტს, ბორელმა აღნიშნა: „სანქციებით უფრო სწრაფად უნდა ვიმოძრაოთ და საბჭო დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას“.