გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებზე გამახვილდება ყურადღება 29 აგვისტოს დაგეგმილ ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე. აღნიშნულის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუგუტიანთკართან მიმდინარე მოვლენებმა ადგილზე დაძაბულობის გაზრდა გამოიწვია და ადგილობრივ მოსახლეობაზე გარკვეული ჰუმანიტარული ზეგავლენა მოახდინა. ჟენევის თანათავმჯდომარეები ასევე მოუწოდებენ ყველა შესაბამის მხარეს სრულად და პასუხისმგებლობით გამოიყენონ კომუნიკაციის არსებული მექანიზმები, არსებული და სხვა პრობლემების გადასაჭრელად