დღეიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდი იწყება. მთავარი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული პირების გათავისუფლება იქნება. ქართული დელეგაციის განცხადებით, საკითხები ასევე შეეხება ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და გადაადგილების შეზღუდვას.
საქართველოს წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შედეგის მომტანი იქნება და რუსეთი ლეგიტიმურ მოთხოვნებს შეასრულებს.30 ივნისს დაგეგმილი შეხვედრისთვის მხარეები შვეიცარიაში უკვე ჩავიდნენ.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა. ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც რუსეთი და საქართველო პარტნიორებთან ერთად საუბრობენ.