15:20
8 აგვისტო, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ჟენევის მოტორ შოუ არც 2021 წელს ჩატარდება
02-07-2020

ჟენევის მოტორ შოუს ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ წლის მთავარი საავტომობილო ფორუმი არც მომავალ წელს გაიმართება. როგორც ყოველთვის, წელსაც შოუ მარტის დასაწყისში უნდა გახსნილიყო, მაგრამ ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა.

მომავალი წლის შოუს გაუქმების მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ მისი მონაწილეთა უმეტესობა, 2021 წლის შოუზე აქტივობას არ გეგმავს. ორგანიზატორთა მიერ ჩატარებული გამოკითხვისას, მათ განაცხადეს, რომ ჟენევას ალბათ 2022 წლიდან დაუბრუნდებიან.

მომავალი წლის ფორუმის გაუქმების პარალელურად, ორგანიზატორებმა ასევე გამოაცხადეს, რომ ისინი ჟენევის მოტორ შოუს გაყიდვასაც გეგმავენ. მყიდველად „პალექსპო“ მოიაზრება, რომლის პავილიონებშიც ავტოშოუ იმართება ხოლმე.

ჟენევის შოუს ორგანიზატორთა მონაცემებით, წლევანდელი ფორუმის გაუქმების გამო, მათ დაახლოებით 11 მილიონი შვეიცარიული ფრანკი დაახლოებით, 10 მილიონ 200 ათასი ევრო იზარალეს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები