ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა - ლაშა დარსალია - Palitra News

ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა - ლაშა დარსალია

2019-07-03 22:26:33+04:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი კვლავ უშედეგოდ დასრულდა. როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი აცხადებს, არასწორია ინფორმაცია, თითქოს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი ჩაიშალა. მისი განმარტებით, შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დააყენა.დარსალია განმარტავს, რომ ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც დღის წესრიგში იდგა, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის საკითხი იყო, ანუ საქართველოს დელეგაციამ დააყენა ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებთან.