რუსეთის აგრესიული ქმედებები, მოსკოვის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კრიზისი - ამ საკითხებზე დღეს შვეიცარიაში იმსჯელებენ. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და რუსეთის მიერ შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ქართული მხარე პარტნიორებთან ერთად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პირისპირ მოლაპარაკებათა მაგიდას პირველად მიუჯდება.
საქართველოს დელეგაცია ყველა იმ თემაზე მწვავედ და მკაფიოდ აპირებს საუბარს, რომელიც წინა რაუნდების დღის წესრიგის მთავარ ნაწილს წარმოადგენდა. ყურადღებას გაამახვილებენ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისზე და სხვა საკითხებზე.
ოპოზიცია ხელისუფლებას საერთშორისო ტრიბუნების არასათანადოდ გამოყენებაში ადანაშულებს.