ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი გაიმართება. მოლაპარაკებეს ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დაესწრება, ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი განხილვის თემა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი იქნება.