ევროკომისიის ხელმძღვანელს ჟან-კლოდ იუნკერს არ სჯერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპიდან ავტომობილების იმპორტზე ტარიფებს აამოქმედებს. ამის შესახებ ევროპელმა მაღალჩინოსანმა გერმანულ გამოცემა "ზუდდოიჩე ცაიტუნგთან" ინტერვიუში განაცხადა.
"ტრამპმა შეიძლება კრიტიკა გამოთქვას, თუმცა, ავტოტარიფები არ იქნება, ეს ამას არ გააკეთებს. თქვენ ახლა სრულად ინფორმირებულ ადამიანს ესაუბრებით", - განაცხადა იუნკერმა.
შეგახსენებთ, 14 ნოემბერს აშშ-ი აპირებს ევროპულ ავტომობილებზე ტარიფების დაწესებას, ტარიფების ამოქმედება ერთხელ ექვსი თვით გადავადდა, ამიტომაც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაშიც შესაძლოა, ვაშინგტონმა ტარიფების ამოქმედება გადაავადოს.