ევროკავშირსა და უკრაინას საერთო სტრატეგიული ინტერესები აქვთ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.
"მოდით ჩავანაცვლოთ იარაღის გამოყენება კანონის უზენაესობით, ეს ის არის, რისთვისაც ჩვენ ყოველდღე უნდა ვიღწვოდეთ. ყველა კონფლიქტი - გაყინული იქნება იგი თუ არა - დასრულდება, ჩვენ უნდა გვქონდეს მშვიდობა სამეზობლოში. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ შევძლებთ მთელი ჩვენი ენერგიის მობილიზებას იმისათვის, რათა პროგრესს მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნების ერთიანობით", - განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის ნაბიჯებს, ვინაიდან მას მოუწევს მოსკოვთან ურთიერთობა.