საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, თუ მოსკოვი აღმოსავლეთ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის ე.წ. „დამოუკიდებლობას“ აღიარებს, ეს იქნება "თავდასხმა იარაღის გარეშე".
"ეს იქნება ერთგვარი თავდასხმა იარაღის გარეშე. ეს იქნება უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევა", - განაცხადა ჟან-ივ ლე დრიანმა.
შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც პრეზიდენტისთვის ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების თხოვნით მიმართვას ითვალისწინებს.