ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ პირბადის სავალდებულო ტარების შესახებ კანონს ვეტო დაადო. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კანონი ბრაზილიის მოსახლოებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანპორტში პირბადის ტარებას ავალდებულებდა. ამასთან, კანონის მიხევით, კომერციულ, სამრეწველო და რელიგიურ დაწესებულებებს საკუთარი დასაქმებულებისათვის პირბადეები უფასოდ უნდა დაერიგებინათ. ბოლსონარუს თქმით, პარლამენტში წარდგენილი კანონი იმდენად მკაცრი იყო, რომ შესაძლოა, ბრაზილიელები იმის გამოც კი დაეჯარიმებინათ, რომ პირბადეს სახლში არ ატარებენ. შეგახსენებთ, კორონავირუსის შემთხვევბისა და მსხვერპლის რაოდნეობით ბრაზილია მე-2 ადგილზეა მსოფლიოში. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდნეობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა, 63 000-ზე მეტი ადამიანი კი დაიღუპა.