19:38
29 ივნისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ჩვენი პლანეტა
ზღვის ზღარბი, რომელიც სულ მცირე 500 მილიონი წლის წინ მოევლინა სამყაროს, დღემდე თავსატეხად რჩება მეცნიერებისთვის, რადგან ის უჩვეულო ბიოლოგიური თავისებურებებითა და ექსტრემალური ცხოვრების წესით ხასიათდება
11-06-2022

მართალია, ზღვის ზღარბი, რომელიც 900-ზე მეტ სახეობას აერთიანებს საკუთარ ოჯახში, სულ მცირე 500 მილიონი წლის წინ მოევლინა სამყაროს, მაგრამ დღემდე სერიოზულ თავსატეხად რჩება მეცნიერებისთვის, რადგან სხვა წყალქვეშა ცხოველებისგან განსხვავებით მეტად უჩვეულო ბიოლოგიური თავისებურებებითა და ექსტრემალური ცხოვრების წესით ხასიათდება.

უხერხემლოთა ჯგუფის და კანეკლიანების გვარის ნათესავების მსგავსად ზღარბიც ზღვებსა და ოკეანეებში ბინადრობს სულ მცირე 7 კილომეტრის სიღრმეზე. ბინის შერჩევისას მთავარ კრიტერიუმს წყლის სიმლაშე წარმოადგენს, რადგან ზღარბისთვის წარმოუდგენელია ნაკლებად მარილიან გარემოს შეგუება, ამიტომ სახეობათა უმეტესობა ინდოეთის, წყნარი და ატლანტის ოკეანეში, ტროპიკული და სუბტროპიკული რაიონების მარჯნის რიფებში ამჯობინებს დაბინავებას.

ზღვის ზღარბს, რომლის გაბარიტებსა და ეკლების სიგრძეს მეტწილად სახეობა განსაზღვრავს, სფეროს ფორმა აქვს, თუმცა ტანი იდეალურად მომრგვალებულიც შეიძლება იყოს და ოდნავ შებრტყელებულიც მკვეთრად გამოხატული წინა და უკანა მხარეებით.

ცხოველის სხეულს მჭიდროდ შეკრული კირქვის ფირფიტების ფარი აკრავს, რომელიც ერთის მხრივ, საიმედო ჯავშანს ანუ ნაჭუჭს ქმნის, მეორეს მხრივ, ზღარბის მომრგვალებულ ფორმას ინარჩუნებს. 

რა თქმა უნდა, უჩვეულო ცხოველის სავიზიტო ბარათად სწორედ ეკლები ითვლება, თუმცა უეკლო ზღარბებიც მრავლად არიან, რომელთა სხეულს მხოლოდ პედიკელარიები ანუ მოდიფიცირებული წვრილი ნემსები ფარავენ. აღსანიშნავია, რომ ეკლების წყალობით, რომელიც კუნთოვანი ბოჭკოთი ამოვსებული სახსრის ტომრით აქვს ფირფიტებზე მიმაგრებული, ზღარბი არა მხოლოდ გადაადგილდება, არამედ საკვებს მოიპოვებს და მტრისგანაც საკმაოდ შედეგიანად იცავს თავს, მით უფრო, რომ ზოგიერთი სახეობისთვის ეკლები შხამიანი ჯირკვლების ერთგვარ გარე გაგრძელებაა.  

AutoPlay
ოქროს ლომისებრი ტამარინი - საოცარი ცხოველი ბრჭყალებიანი მაიმუნების ოჯახიდან, რომლის პოპულაცია მხოლოდ 3 500 ინდივიდს შეადგენს, მეტად სავალალო მდგომარეობაში და პრაქტიკულად გადაშენების ზღვარზეა
25-06-2022
ჩვენი პლანეტა - გაიცანით ოპოსუმი, მინიატიურული ჩანთოსანი ცხოველი, რომელიც მეცნიერების მტკიცებით ჯერ კიდევ 100 მილიონი წლის წინ, მეზოზოურ ხანაში მოევლინა სამყაროს
18-06-2022
უძველეს ინდურ კულტურაში სიამაყისა და პატივმოყვარეობის, უკვდავებისა და უზრუნველი ცხოვრების სიმბოლოდ ქცეული ფარშევანგი, თანამედროვე სამყაროშიც უძლიერეს თილისმად ითვლება
04-06-2022
ამფიპრიონი, რომელმაც კაშკაშა კონტრასტული შეფერილობის წყალობით მიიღო მასხარა თევზის სახელი, აღიარება ამერიკულ ანიმაციურ ფილმში „ნემოს ძიებაში“ შესრულებული მთავარი როლით მოიპოვა
28-05-2022
მითის თანახმად, ფრინველი ალკუნი, ეოლუსის ქალიშვილის წყალობით გაჩნდა, სწორედ მისი სილამაზით მოხიბლა ზევსი, თუმცა ზედმეტად ქედმაღალი ქალის უარის შემდეგ, მისი ეგზოტიკურ ფრინველად ქცევა გადაწყვიტა
21-05-2022
რქაცხვირასებრთა ოჯახის წარმომადგენლები მეტწილად აფრიკის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის კუნძულების ტროპიკულ ტყეებში ბინადრობენ, თუმცა 10-მდე სახეობა მხოლოდ აფრიკის ენდემად ითვლება
14-05-2022
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები