მართალია, წყალქვეშა სამყარო არასდროს უჩიოდა საინტერესო, ორიგინალური ბინადრების სიმცირეს, მაგრამ ზღვის ცხენი (იგივე ცხენთევზა), რომელსაც მეცნიერებმა ჰიპოკამპუსი უწოდეს, მართლაც უნიკალური ქმნილებაა, რომლის წინაპრები რამდენიმე მილიონი წლის წინ გაჩდნენ მსოფლიო ოკეანეში. რთული დასაჯერებელია, მაგრამ უძველეს დროში ადამიანებს ძალიან ეშინოდათ ზღვის ცხენის, რომელსაც მისტიკურ არსებად თვლიდნენ და ხშირად "ზღვის ურჩხულსაც" უწოდებდნენ, თუმცა თანამედროვე ჩინელები თევზს სამკურნალო თვისებებს მიაწერენ და სახალხო მედიცინაში იყენებენ, ეგზოტიკის მოყვარული ევროპელები კი, მისი ცქერით საკუთარ აკვარიუმებში ტკბებიან.