ზღვის დონე დედამიწაზე მოსალოდნელზე მეტად აიწევს, მეცნიერებს ვარაუდის საფუძველს გრელანდიისა და ანტარქტიკის სწრაფი დნობა აძლევს. წლების განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ 2100 წლის-თვის ზღვის დონე 1 მეტრით მოიმატებდა, თუმცა ახა-ლი კვლევის თანახმად, რომელიც მეცნიერების მოსაზ-რებების მიხედვით არის მომზადებული, ეს მაჩვენებე-ლი, შესაძლოა, გაორმაგდეს.ზღვის დონის მატების გამო კი მილიონობით ადამიანი იძულებული გახდება, საცხოვრებელი ადგილი შეიცვა-ლოს.
კვლევის ავტორების თქმით, ყინულის დნობა პლანეტა-ზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს. მათი გამოთვლით, დედამიწა დაახლოებით 1.79 მლნ კილომეტრის მოცუ-ლობის ხმელეთს დაკარგავს. წყლით კი უმეტესად დაი-ფარება ტერიტორიები, რომელიც მოსავლის მოყვანის-თვის საუკეთესოა - მაგალითად, ნილოსის დელტა.
წყლის დონის მატების შედეგად ბანგლადეშში ცხოვრება შეუძლებელი იქნება. მეცნიერების ვარაუდით, საფრ-თხის ქვეშ დადგება ისეთი დიდი ქალაქები, როგორიცა ლონდონი, ნიუ-იორკი და შანხაი.