ზღვაზე დღეს 4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელია, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს. „კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.