სასტუმრო Corte San Pietro განლაგებულია ქალაქ მატერაში, ბაზილიკატას რეგიონში (იტალია). მატერა ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე უცნაური ადგილია იტალიაში - ქალაქის ისტორიული ნაწილი კლდეშია გამოკვეთილი და ჩაშენებული. ადგილობრივები გამოქვაბულებს საუკუნეების განმავლობაში საცხოვრებლად იყენებდნენ. არქიტექტორ დანიელა ამოროსოს მიერ დაპროექტებული სასტუმრო “კორტე სან პიეტროც” ამ ტრადიციის გაგრძელებაა. 500 კვ/მ ფართზე მოწყობილი სასტუმრო ისტორიული ღირშესანიშნაობის თანამედროვე ცხოვრების სტილზე მორგების არაჩვეულებრივი მაგალითია.