ელფები, ფერიები, ტროლები და სხვა ზღაპრული გმირები თანამედროვე კინოინდუსტრიაში წარმატებით სარგებლობს. ეს გმირები საშუალებას გვაძლევს მოწვყდეთ რეალობას და ზღაპრულ სამყაროში გადავეშვათ, თუმცა ისლანდიაში ასე არ თვლიან. ამ ქვეყანაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ელფმცოდნეობას დაეუფლოთ სკოლაში, სადაც ელფებისა და სხვა ზღაპრული გმირების სახეობებს ასწავლიან.სკოლა სახელად Álfaskólinn რეიკიავიკში მდებარეობს. აქ თქვენ შეგიძლიათ სრული ინფორმაცია მიიღოთ ელფების 13 სახეობის შესახებ. საგანმანათლებლო დაწესებულებას შესაბამისად კლასები, განრიგი და კურიკულუმები აქვს. კლასებში ელფების სურათებიც კიდია. სხვანაირად როგორ? ხომ უნდა იცოდნენ სტუდენტებმა როგორ გამოიყურებიან ეს ზღაპრული არსებები.