სლოვენიაში მდებარე ბლედის ტბა თავისი სილამაზის გამო ფოტოგრაფების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. მისი ფართობი სულ რაღაც 1.45 კვ.კმ-ია, სიღრმე კი 30 მეტრი. ტბის ცენტრში ამავე სახელწოდების პატარა კუნძული მდებარეობს, რომელზეც რამდენიმე შენობაა განთავსებული. ერთ-ერთი მათგანი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია.
ეკლესიაში მოსახვედრად 99 საფეხურიანი კიბის ავლა მოგიწევთ. ვინც ამ ყველაფერს გადალახავს, შეძლებს "სურვილების ზარი" დარეკოს. თუ ზარს სამჯერ ჩამოჰკრავთ, თქვენი სურვილი ასრულდება, თუმცა მხოლოდ ერთი სურვილის ჩაფიქრება შეგიძლიათ.