01:00
15 ნოემბერი, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
ზეთისხილის კანში შემავალი ნივთიერებები სიმსივნისგან გვიცავს - მასში კიბოს უჯრედების გამანადგურებელი მჟავას შემცველობა 80-% შეადგენს
28-05-2019

ესპანელი მკვლევარების მონაცემებით ზეთისხილის კანში უხვადაა ნივთიერებები, რომლებიც სიმსივნური პათოლოგიისგან გვიცავს. დასახელებულ პროდუქტს მეცნიერები შეუფასებელს უწოდებენ, რადგან ზეთისხილის კანში ონკოუჯრედების გამანადგურებელი სპეციფიკური მჟავას შემცველობა 80 % შეადგენს.

ზეთისხილი მდიდარია აგრეთვე E ვიტამინით, რომელიც უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა ორგანოთა ნორმალური ფუნქციობისათვის. E ვიტამინი E მძლავრი ანტიოქსიდანტია, იცავს ორგანიზმს ტოქსინების მავნე ზემოქმედებისაგან, ასტიმულირებს იმუნიტეტს, გვიცავს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისაგან, აუმჯობესებს ქსოვილთა რეგენერაციას.

ზეთისხილის რეგულარულად ჩართვა საკვებ რაციონში იცავს ადამიანს სარძევე ჯირკვლისა და მსხვილი ნაწლავის სიმსივნისგან. სიმსივნის საწინააღმდეგო ნივთიერებების გარდა ზეთისხილი შეიცავს კალიუმის, ფოსფორისა და რკინის მარილებს. ამ პროდუქტის მოყვარულებს ნაკლებად ემუქრებათ გულისა და სისხლძარღვების პათოლოგიები.






გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები