ზესტაფონში პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის ბინა გაქურდეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. მეზობლობის თქმით, დავით გიგაშვილი ქირით ცხოვრობდა, ბინიდან კი ქურდებმა ოქრო წაიღეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.