ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულ 150-მდე მუშა ხელფასების გაზრდას მოითხოვს მიზნით გაფიცა, მათი თქმით, ჩინური კომპანია, რომელიც ავტობანის მშენებლობას ახორციელებს, თანამშროლებს ზეგანაკვეთური სამუშაოებისთვის თანხას არ უხდის ამასთან, მუშები მათ სამუშაო პირობებს "არასათანადოდ" მიიჩნევენ.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მუშების მოთხოვნები კომპანიის ხელმძღვანელობას გასაცნობად გადაეგზავნა და პასუხს თანამშრომლებს გაცნობის შემდეგ მიაწვდიან