სანქტ-პეტერბურგის ახალწვეულ იაროსლავ რაკიცკის უკრაინის ნაკრებიდან გარიცხვა ემუქრება. 29 წლის ფეხბურთელი უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდზე განთავსებული ნაკრების შემადგენლობიდან ამოიღეს. რაკიცკი, რომელიც დონეცკის „შახტარის“ აღზრილი იყო და აქამდე მხოლოდ ამ გუნდში თამაშობდა, ცოტა ხნის „ზენიტში“ გადავიდა და 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.ჯერჯერობით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. შეგახსენებთ, რომ რაკიცკის უკრაინის ნაკრებში 54 მატჩი აქვს ჩატარებული და 5-ჯერ გოლის გატანაც შეძლო.