Euphoria-ს რეჟისორმა და სცენარისტმა, სემ ლევინსონმა ზენდეიას მონაწილეობით ფილმი გადაიღო, რომლის პრემიერაც 5 დეკემბერს, ნეტფლიქსზე შედგება. Malcolm & Marie-ს ოფიციალური ტრეილერი უკვე გავრცელდა. შავ-თეთრი ფილმის სიუჟეტი რეჟისორისა და მისი შეყვარებულის დაძაბულ ურთიერთობაზე იქნება აგებული. რეჟისორის როლს ჯონ დევიდ ვაშინგტონი ასრულებს. ფილმში მხოლოდ 2 მსახიობია დაკავებული. რეჟისორი და სცენარისტი კი სემ ლევინსონია.