ზემო არცევის და ოტრევის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები გუშინ გამყოფი ხაზის მიღმა გაჩენილ ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. ხანძარი სოფლების, ზემო არცევის და ოტრევის მიმდებარე ტერიტორიაზე ბუჩქნარს გაუჩნდა და ფოთლოვანი ტყის მასივში გავრცელდა. ცეცხლის სხვა ფართობებზე გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მობილიზებული იყო რამდენიმე ერთეული სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, აქედან, ორი მორიგეობდა სოფელ ფლავისმანის სასაფლაოსთან, რომელიც ხანძრის კერასთან საკმაოდ ახლო მანძილში მდებარეობდა.