უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის აღდგენის ეროვნული გეგმის საკვანძო პრინციპები წარმოადგინა. სიაში პრინციპებია: მაქსიმალური უსაფრთხოება და მაქსიმალური ტექნოლოგიურობა, გარემოსდაცვითი სტანდარტების მაქსიმალური დაცვა, მწვანე ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენება და ბარიერების გარეშე პრინციპების დანერგვა მოხვდა. ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ევროპა სუსტია და არ შეუძლია საკუთარი ღირებულებების დაცვა.