ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებები ოდითგანაა ცნობილი. ის აუმჯობესებს მეხსიერებას და ხელს უშლის დემენციის განვითარებას. დიეტოლოგ რობ ხობსონს განმარტებით, პირველი გაწურვის ზეითუნის ზეთი თავისი სასარგებლო თვისებებით განსაკუთრებით ეფექტურია ორგანიზმისთვის. შეიცავს შენაერთს, სახელწოდებით ოლეოკანტალს, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია, აცხრობს ანთებით პროცესებს ორგანიზმში და დიდ ეფექტს ავლენს ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა ფსორიაზი, ართრიტი და ეგზემა.ზეითუნის ზეთი მდიდარია აგრეთვე ცხიმოვანი მჟავა ომეგა-9-ით, რომელიც თავის მხრივ შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ეს ანტიოქსიდანტები კი იცავს გულს და აქვეითებს სისხლის შედედების ფუნქციას.