ასწლოვანი ხეების მოგზაურობა - მახინჯაურიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში მორიგი საუკუნოვანი მცენარის გადატანის პროცესი ხმაურით მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომლებიც შესაბამისი კომპანიის წარმომადგენლებს ხის გადატანის საშუალებას არ აძლევენ. ამის გამო მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირებაა. მათი განცხადებით, ხის გადასატანად შესაბამისი დოკუმენტაცია არ არსებობს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდაცავები, თუმცა სამუშაოები მაინც გრძელდება. გამთენიისას გიგანტური ხე ტიტა, მახინჯაურის სანაპირო ზოლამდე გადაიტანეს, რის შედეგადაც რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე ინტერნეტკაბელები და სანაპირო დაზიანდა. აჭარიდან გურიის დენდროლოგიურ პარკში უკვე ათამდე ხეა გადატანილი. საერთო ჯამში 30 ხის გადანერგვა იგეგმება.