მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დაგროვებითი საპენსიო რეფორმის განხორციელებით, სახელმწიფომ ბიზნესს დამატებითი ხარჯი დაუწესა. თორნიკე აბულაძის განმარტებით, კომპანიებისთვის ნებისმიერი გადასახადის ზრდა, რომელიც მკაფიო მიზანს არ ემსახურება, ზედმეტი ტვირთია.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. საპენსიო ფონდში ყოველთვიურად თანხის ჩარიცხვა 2+2+2 შემდეგი ფორმულით ხდება. რაც იმას ნიშნავს რომ ხელფასის ორ პროცენტს იხდის დასაქმებული. ორს დამსაქმებელი ორს კი სახელმწიფო. ამასთან აღსანიშნავია რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის ყველა დასაქმებულისთვის.