ზედიზედ მე-5 გამარჯვება - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, SEU–ს შვიდკაცა რაგბის გუნდმა იტალიის ქალაქ მილანში გამართული ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატი დაუმარცხებლად განვლო და მთავარი ჯილდო ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა. ჯგუფურ ეტაპზე რენეს უნივერსიტეტის 14:0, კოიმბრას უნივერსიტეტის 36:0; ბუქარესტის უნივერსიტეტის 5:0, კუბანის უნივერსიტეტის 12:7 და მილანის უნივერსიტეტის 24:7 დამარცხების შემდეგ, SEU–ს გუნდმა თასის ნახევარფინალში ვალენსიის უნივერსიტეტს 43:7 სძლია და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც რუსეთის უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და ანგარიშით 25 : 0 დაამარცხა. სეუმ იტალიაში ჩატარებულ საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით ითამაშა: დიმიტრი კალანდაძე, ბექა საღინაძე, გიორგი კვესელაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ანზორ სიჭინავა, თორნიკე მანაგაძე, ნიკა სუხაშვილი, სოსო მათიაშვილი, რევაზ ჯინჯიხაძე, საბა შუბითიძე, აკაკი ტაბუცაძე, მირიან მოდებაძე. მწვრთნელი: ლევან ობოლაძე; ამ შედეგით, SEU ევროპის ხუთგზის ჩემპიონია.