კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით, ზედაზნის სამონასტრო კომპლექსის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების რამდენიმე თვიანი პროცესის შედეგად ტაძრის ინტერიერის ჭერსა და ფასადებზე ქვიშის ჭავლის მეთოდის გამოყენებით მოიხსნა გაჯის ნალესობა, ხოლო გაწმენდილი ზედაპირი კირხსნარით დამუშავდა. ფასადური ქვების გამოქარული წყობების აღდგენასთან ერთად, ხელახლა გადაეწყო ტაძრის ლავგარდანები, რომელთა ქვეშ არსებული სიცარიელეებიდა შიდა ნაწილები ბოჭკოვანი არმატურის გამოყენების მეთოდით სათანადოდ შეივსო და ანკერული წესით დამაგრდა. რესტავრაცია ჩაუტარდა ტაძრის სახურავს. ზედაზნის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე, რომელიც მომდევნო წელს დაიწყება. სარესტავრაციო პროცესი იატაკსა და ტაძრის ნავებს შეეხება. კონსერვაცია ჩაუტარდება კომპლექსის გალავანს. პარალელურად დაიწყება სამონასრო კომპლექსის არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესიც.