01:57
29 თებერვალი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
არცოდნა აკრძალულია
ზედაპირზე მხოლოდ ხოჭო ამოტივტივდა.... - როგორ უნდა გაიგოთ დაზიანებულია თუ არა ლობიო და რომელ თვეში უნდა იყოს დამზადებული ბარდა?
18-04-2019

ლობიო განსაკუთრებით უყვართ ხოჭოებს, რომლებიც შიგნიდან აზიანებენ მცენარეს და შიგნით ბუდდებიან. გარეგნულად შესაძლოა ასეთ ლობიოს შავი წერტილებიც ქონდეს. იმის გარკვევა არის თუ არა ხოჭოთი დაზიანებული მცენარე, მარტივია. ჩაყარეთ წყალში ის და ამოურიეთ, ის მარცვლები, რომლებიც წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება, დაზიანებულია და აუცილებლად გადაყარეთ.

გახსოვდეთ ხარისხიანი ლობიოს მარცვლები, აუცილებლად უნდა პრიალებდეს და არ უნდა იყოს მქრქალი.

გამომშრალი ბარდის ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ მის შეფუთვაში არ იყოს მტვერი, ყველა მარცვალი იყოს თანაბარი ზომის. დახლზე შესაძლოა შეგხვდეთ როგორც მთლიანი, ასევე შუაზე გაყოფილი ბარდაც. სასარგებლო თვალსაზრისით არ აქვს მნიშვნელობა რომელს მიირთმევთ, უბრალოდ გაითვალისწინეთ, მთლიან  მარცვალს  4 თვით მეტი აქვს შენახვის ვადა, თუმცა მას შედარებით მეტი დრო სჭირდება მოსახარშად, ვიდრე გაყოფილს. ალბათ არაერთხელ შეგიძენიათ ბარდა, რომელიც სახლში მოტანის შემდეგ უგემური და უხეში გამოდგა. დღეიდან უკვე გეცოდინებათ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მის შეფუთვაზე, რომ მსგავსი უსიამოვნო ფაქტი აღარ გამეორდეს. ბარდის მოსავლის სეზონი დაახლოებით 1 ივნისიდან 10 ივლისამდეა, ხარისხიანი დაკონსერვებული ბარდა აუცილებლად ამ ვადაში უნდა იყოს დამზადებული. ამიტომ დააკვირდით შეფუთვაზე თარიღს, თუ ბარდა არა ივნისსა და ივლისში, არამედ სხვა თვეებშია წარმოებული, ის არ არის ნედლადდაკონსერვებული. მწარმოებლებმა გამხმარი ბარდა დაალბეს, მოხარშეს და მხოლოდ ამის შემედგ დააკონსერვეს. ასეთი ბარდა უხეშია და ნაკლებად გემრიელი. ასეთ ბარდას მღვრიე წყალი აქვს მაშინ, როცა სეზონზე დაკონსერვებულს კამკამა წყალი ექნება.

ექსპერიმენტით შეგიძლიათ  დაადგინოთ, ბარდა დაკონსერვებამდე ნედლი და ახალი იყო, თუ დამომშრალი და აღდგენილი.  ამისთვის აიღეთ ბარდის მარცვლები და მთელი ძალით დააგდეთ, თუ მარცვალი დაზიანდა, ან გადავიდა ფურცელზე ის ხარისხიანია, რადგან ნედლადაა დაკონსერვებული.  გამომშრალი მცენარე კვალს არ დატოვებს დაგდებისას.  ახლადაკონსერვებული ბარდა მარტივად ისრისება ხელში.

AutoPlay
რას არ უნდა შეიცავდეს ბავშვის მოვლის საშუალებები და როგორი უნდა იყოს უსაფრთხო, მაღალი ხარისხის პროდუქცია
02-10-2019
"არცოდნა აკრძალულია": ყველაფერი, რაც ჰიგიენური საფენების არჩევისა და მოხმარების შესახებ უნდა იცოდეთ
17-09-2019
"არცოდნა აკრძალულია" - როგორ ამოვიცნოთ ხარისხიანი შოკოლადი და როგორი უნდა იყოს მაღალი ხარისხის ტკბილეული?
03-09-2019
ყველის არჩევისა და შენახვის წესები; ხარისხიანი რძის პროდუქტების ცნობა - ყველაფერი ის, რისი "არცოდნა აკრძალულია"
30-07-2019
3 ყველაზე საყვარელი პროდუქტი, რომლის გარეშე ზაფხული წარმოუდგენელია - ყველაფერი ერთ ვიდეოში, რაც საზამთროს, ნესვსა და ნაყინზე უნდა იცოდეთ
09-07-2019
ახდენს თუ არა ცუდ გავლენას რეპროდუქციაზე და ენდოკრინოლოგიურ დაავადებებზე ნივთიერება, რომელიც დეოდორანტებშია? - გაიგეთ ცალკეული კვლევის შედეგები
08-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები