მაღალმთიანი რეგიონების ბინადარი იაკი, რომელიც დღეს გადაშენების ზღვარზეა მისული, ოდითგანვე გაურბოდა ადამიანებთან მეზობლობას. მართალია უძველეს ტიბეტურ მანუსკრიპტეში იაკი ზებუნებრივი ძალით დაჯილდოებულ ცხოველად, თუმცა უდიდეს ბოროტებად ითვლებოდა ადამიანებისთვის, მაგრამ სინამდვილეში ადამიანი უფრო სახიფათოა მისთვის. რადგან ერთის მხრივ დაუნდობლად დევნის მისი ბეწვის ხელში ჩასაგდებად, მეორეს მხრივ კი მარტოობის მოყვარული თვითონ ვერ გუობს ორფეხა მეზობლის ტერიტორიაზე ბინადრობას, რაც კიდევ უფრო ამცირებს მის გავრცელების არეალს.