თბილისში, დადიანის ქუჩაზე ღვთისმშობლის შობის ტაძარში მსახიობ ზაზა ბეჟაშვილის პანაშვიდი გაიმართა. მსახიობს მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ. როგორც მსახიობმა ზაალ კუპრაშვილმა აღნიშნა, ზუზუ გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, გულთან დაკავშირებული პრობლემა იყოს, რადგან ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო. ზაზა ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი რამდენიმე დღის წინ იპოვეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.