ძალიან სარისკო ნაბიჯი იქნება თუ ქვეყანა ჩინური ვაქცინის გამოყენებას გადაწყვიტავს ჯანმოს რეგისტრაციის გარეშე“, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა “პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, სადაც საქართველოში ვაქცინაციის მიმდინარეობაზე ისაუბრა.
როგორც ზაზა წერეთელი განმარტავს, კარგი იქნება, თუ ქვეყანა დაელოდება ჯანმოს მიერ „სინოფარმის“ ვაქცინის დამტკიცებას.