00:58
26 იანვარი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ზაზა თავაძე თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არ აირჩევს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობაზე უარს იტყვის
10-10-2019

"ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ზაზა თავაძე დღეს მინიმალურ და ფორმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს, ამიტომ თავაძეს ურჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას მას შემდეგ ეცადოს, რაც დოქტორი გახდება. ამ ტექსტით ირაკლი აბესაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიმართა. აბესაძის თქმით, მას მაგისტრის დიპლომი არ აქვს და თავს მაგისტრად რომ თვლის, საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს. მან თავაძეს ის საგნები ჩამოუთვალა, რომელიც თავაძემ მაგისტრატურაში გაიარა და აღნიშნა, რომ არც ერთი მათგანი სამართალთან შემხებლობაში არ არის.

თავის მხრივ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე ზაზა თავაძე აცხადებს, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობაზე უარს იტყვის იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არ აირჩევს.

AutoPlay
ქართული დელეგაცია - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ნიკა მელია მასთან მართალი არ არის
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ირმა ნადირაშვილი ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თუ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყდებათ, მოლაპარაკებების შინაარსში ეს მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
ირმა ნადირაშვილი - ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები