უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ზაზა თავაძის აზრით, შეწყალებასთან დაკავშირებით მორატორიუმის დაწესება არასწორია. აღნიშნული შეკითხვა მას უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ დაუსვა.
როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა აღნიშნა, პრეზიდენტის მიერ იმ უფლებამოსილებებზე უარის თქმა, რაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული გამართელებული ვერ იქნება. მისივე თქმით, შეწყალებაზე არანაირი მორატორიუმი გამოცხადებული არ უნდა იყოს, რადგან ეს პირდაპირ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება და ვალდებულება.