საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, სამართლის სფეროში 20 წლიანი გამოცდილება აძლევს რწმენის საფუძველს, რომ განწესების შემთხვევაში იგი წარმატებით შეძლებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას, როგორც თავაძის განცხადებაშია აღნიშნული, მას აქვს პროფესიული მოტივაცია, კარიერა მართლმსაჯულების სფეროში გააგრძელოს.