იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძესთან გასაუბრება მიმდინარეობს. თავაძე აცხადებს, რომ აკმაყოფილებს მოთხოვნებს იმისათვის, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესდეს.
კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლოდან უზენაეს სასამართლოში გადასვლა, თავაძე განმარტა, რომ სისტემა მისთვის უცხო არ არის.